(-_-)გიო შუბა (-_-)

სამშაბათი, 2025-06-24, 7:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი

რეგისტრაცია

შესვლა

RSS
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » HARRY POTTER
4:04 PM
HARRY POTTER

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წიგნი ჰარი პოტერის სერიიდან
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
PotterHallowsBOOK.jpg
ავტორი ჯოან როულინგი
ილუსტრატორები ჯეისონ კოკკროფტი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)
ჟანრი ფენტეზი
გამომცემლები Bloomsbury (ინგლისი)
Scholastic (აშშ)
Raincoast (კანადა)
გამოიცა 21 ივლისი, 2007
ქართული გამოცემა 2008
მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი
ნომერი 7
ქრონოლოგია 26 ივლისი 1997 – 2 მაისი 1998
1 სექტემბერი 2007
გვერდი 607 (ბრიტანეთი)
759 (აშშ)
წინა ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (ინგლ. Harry Potter and the Deathly Hallows) — არის მეშვიდე და უკანასკნელი წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც არის ჯოან როულინგი.

სექციების სია

[დამალვა]

რომანის გამოცემა [რედაქტირება]

ჯოან როულინგმა ამ წიგნზე მუშაობა დაასრულა 2007 წლის 11 იანვარს, ედინბურგში. გამოცხადებული იყო, თითქოს წიგნი გამოიცემა 21 ივლისს, 00:01-ზე გრინვიჩის დროით, მაგრამ წიგნის გაყიდვამდე 5 დღით ადრე ინტერნეტში გაჩნდა მისი ფოტოსურათები და გვერდების დასკანირებული ვერსიები (წიგნის აშშ გამოცემიდან). ეს ნამდვილი გამოცემის სურათები იყო და წიგნის მოყვარულებმა თარგმნეს გვერდები რამდენიმე ენაზე. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვა ინტერნეტ-მაღაზიამ DeepDiscount.com, რომელმაც დაარღვია კანონი და წიგნის 1200 ასლი გაუგზავნა მათ, ვინც წინასწარ შეუკვეთა იგი.

სახელწოდება [რედაქტირება]

წიგნის სახელწოდებაზე ავტორისგან ცნობილი გახდა 2006 წლის 21 დეკემბერს, მისი ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით, მაგრამ მისი ამოცნობა შესაძლებელი იყო მხოლოდ გამომცემლობა Bloomsbury-ის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ვიქტორინის შემდეგ. მთარგმნელებისათვის როულინგმა გამოაქვეყნა წიგნის მეორე სახელწოდებაც - Harry Potter and the Relics of Death (სიტყვა-სიტყვით: ჰარი პოტერი და სასიკვდილო რელიქვიები) - ეს უფრო აადვილებს მისი სახელწოდების სხვა ენებზე თარგმნას.

სიუჟეტი [რედაქტირება]

ჰარი და მისი მეგობრები უსასრულო მოგზაურობებში [რედაქტირება]

ბრიტანული გამოცემის ყდა

ლუციუს მალფოის სახლში მიემართებიან სიკვდილის მხვრელები, იაკსლი და სევერუს სნეიპი. იქ შეკრებილები არიან ვოლდემორი და სიკვდილის მხვრელების სხვა წევრები. სევერუსისგან ცნობილი ხდება, რომ ფენიქსის ორდენი არ ენდობა მაგიის სამინისტროს და ჰარი პოტერი აყვანილი იქნება ორდენის დაცვის ქვეშ და გადაყვანილი იქნება მათ ერთ-ერთ სახლში. იაკსლი ამტკიცებს, რომ მას უფრო მოგვიანებით, დაბადების დღეზე, 30 ივლისს გადაიყვანენ, მაგრამ ვოლდემორი ენდობა სნეიპის ნათქვამს.

ვოლდემორი დასცინის მალფოებს და ბელატრის ლესტრეინჯს, რადგან ეს უკანასკნელი არის ნიმფადორა ტონკსის დეიდა. ბელატრის დებს ფიცს, რომ მოკლავს ბინძურსისხლიანს. დრაკო მალფოი, რომელიც ესწრება კრებას, შეშინებულია.

ამ დროს ჰარი პოტერი ემზადება გასამგზავრებლად და კითხულობს ნეკროლოგს დამბლდორზე, სადაც ნახსენებია მისი დაც. სხვა სტატიაში ჟურნალისტი რიტა სკიტერი დასცინის ჰოგვორტსის ყოფილ დირექტორს და ამტკიცებს, რომ ის თავად იყო დამნაშავე დის დაღუპვაში.

თავის ჩემოდანში ჰარი პოულობს სირიუსის ნაჩუქარი სარკის ნამსხვრევს, რომელშიც ეჩვენება დამბლდორის თვალი.

მოახლოვებულია დერსლების დატოვების დროც. მათ სახლში მოდიან ფენიქსის ორდენის წევრები, რომლებიც სთავაზოვენ საიმედო თავშესაფარში დამალვას. დამშვიდობების წინ დადლი და ჰარი ერთმანეთს ხელს ართმევენ, დადლი კი მადლობა უხდის დემენტორისგან გადარჩენისათვის. დეიდა პეტუნია აპირებს რაღაცის თქმას. (მისი ჩანაფიქრის შესახებ ცნობილი გახდა მოგვიანებით, ჯ. როულინგისგან, რომლის თქმით, პეტუნია უბრალოდ აპირებდა, ეთქვა - 'მე ვიცი, რა გაქვს ჩაფიქრებული. წარმატებას გისურვებ').

მალე ჰარის აკითხავენ ფენიქსის ორდენის დანარჩენი წევრები. რონ უისლი, ჰერმიონ გრეინჯერი, ფრედი და ჯორჯ უისლები, ფლერ დელაკური და მუნდუნგუს ფლეტჩერი სვამენ უკუღმართ სასმელს, რათა ჰარის სახე მიიღონ. ნამდვილი ჰარი ჯდება ჰაგრიდთან ერთად სირიუსის მოტოციკლზე. მაგრამ გაქცევის დროს მათ თავს ესხმიან სიკვდილის მხვრელები. იღუპება ჰარის ბუ, ჰედვიგი. მხვრელებს შორის არის სტენ შენპაიკიც (ავტობუს 'ღამის რაინდის' კონდუქტორი), რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდება, იმპერიუსის შელოცვის ქვეშ იმყოფებოდა. ჰარის ეცოდება ის და უბრალოდ ძირს აგდებს. ამის მიხედვით მხვრელები ხვდებიან, რომ ეს ნამდვილი ჰარია. ვოლდემორი ცდილობს, დაეწიოს ჰარის, მაგრამ ამ უკანასკნელის ჯადოსნური ჯოხი რაღაც უცნაურ შელოცვას ესვრის და ბნელი მბრძანებლის ჯოხი, რომელიც ლუციუს მალფოის ეკუთვნოდა, იმტვრევა.

ჰარი დროებით მიჰყავთ ტენ და ანდრომედა ტონკსების (ნიმფადორას მშობლების) სახლში, სადაც ასევე მოდიან სხვებიც. აღმოჩნდება, რომ ბრძოლის დროს ჯორჯ უისლის სნეიპმა მოკვეთა ყური. მრისხანეთვალა მუდი მოკლულია ვოლდემორის მიერ. ამავე დროს ჰარის ხედვა აქვს, თითქოს ვოლდემორი აწამებს ოლივანდერს, ჯადოსნური ჯოხების ოსტატს და ცდილობს, გამოსტყუოს სიმართლე, თუ რატომ გატყდა ლუციუსის ჯოხი.

ჰარი, რონი და ჰერმიონი აპირებენ ბილ უისლისა და ფლერის ქორწილზე დასწრებას, შემდეგ კი ჰორკრუქსების საძებნელად გამგზავრებას. ამისათვის რონი ქმნის თავის მსგავს ვამპირს, რომელიც უისლებმა უნდა წარადგინონ, როგორც ავადმყოფი რონი, ხოლო ჰერმიონი თავის მშობლებს უშვებს ავსტრალიაში და უქმნის მცდარ მოგონებებს, თითქოს მათ შვილი არასოდეს ჰყავდათ.

რამდენიმე დღის შემდეგ უისლების სახლში ჩნდება მაგიის მინისტრი რუფუს სკრიმჯერი, რომელმაც ბავშვებს უნდა გადასცეს დამბლდორის ანდერძით გათვალისწინებული ნივთები - გოდრიკ გრიფინდორის ხმალი, წიგნის 'მგოსანი ბიდლის ზღაპრები', დელუმინატორი (შუქის შეწოვის და გამოშვების მოწყობილობა) და პირველი სნიჩი, რომელიც ჰარიმ დაიჭირა. მაგრამ ხმალს ჰარის არ აძლევენ, რადგან ის დამბლდორს არ ეკუთვნოდა. ჰარისა და სკრიმჯერს შორის კამათი მწვავდება და სკრიმჯერი მას სასტიკად კიცხავს. მისი ვიზიტის შემდეგ ბავშვები ცდილობენ, გამოიცნონ, რას ნიშნავს ასეთი უცნაური საჩუქრები. ჰარი იხსენებს, რომ სნიჩი მან პირით დაიჭირა. ის იდებს სნიჩს ტუჩებთან და მასზე ჩნდება წარწერა: 'მე მიჯნაზე ვიხსნები'.

მეორე დღეს დანიშნულია ბილ უისლისა და ფლერ დელაკურის ქორწილი. ჰარი სვამს სასმელს, რომელიც მეზობელი მაგლის იერს შესძენს, რათა სტუმრებმა მასში პოტერი არ ამოიცნონ. ქორწილის დროს ვიქტორ კრამი ეჩხუბება ქსენოფილიუს ლავგუდს, ლუნა ლავგუდის მამას. მიზეზი გახდა ლავგუდის კოსტუმზე კრამის მიერ შემჩნეული უცნაური ნიშანი - სამკუთხედი თვალი წრეში. კრამის თქმით, ეს არის ბნელი ჯადოქრის, გრინ-დე-ვალდის ნიშანი და ლავგუდსაც მის მომხრედ თვლის.

ქორწილის დროს ჰარი გაიცნობს ელფიას დოჟსა და რონა მურიელს, ბოროტ ბებიას, რომელიც რიტა სკიტერის თაყვანისმცემელია. იგი მოუთხრობს ჰარის, რომ არიანას, დამბლდორის დას არასოდეს უსწავლია ჰოგვორტსში. დამბლდორების ოჯახმა იგი შერაცხა ავადმყოფად, მაგრამ მურიელის ბიძაშვილის თქმით, რომელიც მუშაობდა წმ. მუნგოს სახელობის კლინიკაში (სადაც მხოლოდ მაგები მოხვდებოდნენ ხოლმე), არიანას არც კლინიკაში უცხოვრია. მას ყოველთვის მალავდნენ ყველასგან. არიანას დასაფლავებაზე აბერფორტმა ალბუსი დაადანაშაულა არიანას სიკვდილში და ცხვირი გაუტეხა. მურიელი თვლის, რომ ეს მოხდა, ვინაიდან არიანა სქვიბი იყო. მას არ უშვებდნენ საზოგადოებაში და არ აძლებდნენ მასთან შეთავსების საშუალებას. ჰარიმ არც კი იცის, რას დაუჯეროს. ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ დამბლდორები, ისევე როგორც პოტერები, ცხოვრობდნენ გოდრიკის ღრმულში. იქ ასევე ცხოვრობდა ბატილდა ბეგშოტიც.

ქორწილის ბოლოს საზარელი ამბები მჟღავნდება: სკრიმჯერი მოკლულია, ვოლდემორი აკონტროლებს სამინისტროს და, რაც ყველაზე მთავარი - სიკვდილის მხვრელები თავად ჩნდებიან ქორწილში. ჰერმიონი, რონი და ჰარი ტრანსგრესირების დახმარებით ლონდონში გადაინაცვლებენ, მაგრამ მხვრელები მათ იქაც მიაგნებენ. ამიტომ სამივე მიემართება სირიუსის სახლში, რომელსაც ყველა უფრო უსაფრთხო ადვილად თვლის.

სახლში ძიებისას ისინი მიხვდებიან, რომ ’რ.ა.ბ.’ ნიშნავს რეგულუს არკტურუს ბლეკს - ანუ სირიუსის ძმას, ყოფილ სიკვდილის მხვრელს. ბოღმიანი შინაური ელფის კრიჩერის მეშვეობით ისინი შეიტყობენ, თუ რა მოუვიდა მოპარულ ჰორკრუქსს.

კრიჩერი სინამდვილეში ვოლდემორს ეხმარებოდა მედალიონის დაცვის შემოწმებისას. ვოლდემორმა კრიჩერს უბრძანა თასიდან შხამის დალევა და მიატოვა, მომაკვდავი. კრიჩერმა ტრანსგრესირებით გადაინაცვლა პატრონთან, რეგულუსთან, რომელმაც ის მოაბრუნა და შემდეგ, მასთან ერთად, დაბრუნდა გამოქვაბულში, სადაც თავად დალია შხამი. მაგრამ მანამდე მან თავად შეცვალა მედალიონი ყალბი ასლით და უბრძანა კრიჩერს, გაენადგურებინა ნამდვილი. კრიჩერმა ვერა და ვერ აასრულა მისი უკანასკნელი თხოვნა, მედალიონი კი მას წაართვა მუნდუნგუს ფლეტჩერმა. ჰარი სიმბოლურად გადასცემს ყალბ მედალიონს კრიჩერს. ეს უკანასკნელი მას აღიარებს პატრონად.

ჰარის ბრძანებით იგი პოულობს ფლეტჩერს და სირიუსის სახლში მოჰყავს. მუნდუნგუსი ამტკიცებს, რომ მედალიონი ქრთამის სახით გადასცა სამინისტროს თანამშრომელ დოლორეს ამბრიჯს.

ჰარი, რონი და ჰერმიონი განაგრძობენ სირიუსის სახლში ცხოვრებას. სიკვდილის მხვრელები იქ ვერ შედიან, მაგრამ ქუჩაში აქა-იქ დადიან და სახლს თვალს ადევნებენ. სექტემბერში ჰოგვორტსის დირექტორად ნიშნავენ სევერუს სნეიპს, ბნელი ძალებისგან დაცვის მასწავლებლად - სიკვდილის მხვრელს სახელად ამიკუს კეროუ, ხოლო მაგლმცოდნეობის ლექტორად - მის დას, ალეკტოს. მაგლებად დაბადებულებს აგდებენ სკოლიდან და ართმევენ ჯადოსნურ ჯოხებს. ჰარი, რონი და ჰერმიონი გადაწყვიტავენ, მაგიის სამინისტროში შეიპარონ და დაიბრუნონ ნამდვილი ჰორკრუქსი. გარკვეული მომზადების შემდეგ ისინი იერის შემცვლელი სასმელის დახმარებით ემსგავსებიან სამინისტროს თანამშრომლებს და უპრობლემოდ შედიან შენობაში. ისინი იპარავენ მედალიონს, მაგრამ სიკვდილის მხვრელები შეიტყობენ მათი ნამდვილი ადგილსამყოფელის შესახებ. ამიერიდან ისინი იძულებულები არიან, ყოველი დღე გაატარონ კარავში, შეიცვალონ ადგილსამყოფელი და დამცავი შელოცვების იმედი იქონიონ.

რამდენიმე თვის შემდეგ რონი, რომელზეც ჰორკრუქსი მეტად მოქმედებს, იწყებს წუწუნს და გაღიზიანებას. ჰარი, რონი და ჰერმიონი ტყეში შემთხვევით ისმენენ იმ გობლინებისა და ადამიანების საუბარს, რომლებიც ვოლდემორს ემალებიან. ისინი შეიტყობენ, რომ გოდრიკ გრიფინდორის ხმალი, რომელიც ინახება გრინგოტსის ბანკის შენობაში სინამდვილეში ყალბია. ნამდვილი ხმლით დამბლდორმა გაანადგურა მარვოლოს ბეჭედი. ჰარი და ჰერმიონი გახარებულები არიან, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ უკვე იციან, როგორ გაანადგურონ დანარჩენი ჰორკრუქსები. მაგრამ რონი სკანდალს აწყობს და განაცხადებს, რომ ისინი დროს ფუჭად კარგავენ. მათ შორის შელაპარაკება მოხდება და რონი ტოვებს თავის მეგობრებს.

ჰარი და ჰერმიონი გადაწყვიტავენ, მოინახულონ გოდრიკის ღრმული, რათა იპოვონ ხმალი. ისინი მიემართებიან სასაფლაოზე, სადაც ჰარის მშობლები და დამბლდორის ნათესავები არიან დასაფლავებული. მოულოდნელად ისინი ხედავენ ბატილდა ბეგშოტს, გაჰყვებიან მას, მაგრამ ეს აღმოჩნდება სახეცვლილი ვოლდემორის გველი. ღრმულიდან გაქცევისას ჰარი შემთხვევით გადატეხავს თავის ჯოხს.

ერთხელ ღამით, როდესაც ჰარი კარავს დარაჯობს, ის ხედავს პატრონუსს, რომელიც ძუ-ირემის ფორმას ატარებს. იგი ჰარის მიიყვანს გაყინულ ტბასთან, რომლის ფსკერზეც გრიფინდორის ხმალია დამარხული. ჰარი ჩაყვინთავს მის ამოსაღებად, მაგრამ ამ დროს მედალიონი-ჰორკრუქსი იწყებს მის გაგუდვას. მოულოდნელად ჩნდება რონი, რომელიც გადაარჩენს მეგობარს. ის ჰორკრუქსს ამორებული ხმლით ამსხვრევს. რონი ხსნის, რომ ის დაიჭირეს და როდესაც უკან დაბრუნება სცადა, ჰარი და ჰერმიონი ვეღარ იპოვა. მთელი ეს დრო მან ბილისა და ფლერის სახლში გაატარა, სანამ დამბლდორის ნაჩუქარმა დელუმინატორმა მას მეგობრების ნამდვილი ადგილმსამყოფელი არ უჩვენა.

წიგნში ’მგოსანი ბიდლის ზღაპრები’ ჰერმიონი ამჩნევს გრინ-დე-ვალდის ნიშანს და მის შესახებ ქსენოფილიუს ლავგუდთან საუბარი სურს.

სიკვდილის საჩუქრები [რედაქტირება]

ლავგუდების სახლში ქსენოფილიუსი ჰარის, რონს და ჰერმიონს მოუთხრობს სამი ძმის ამბავს, რომლებიც შეხვდნენ სიკვდილს და საჩუქრად სამი მძლავრი ნივთი მიიღეს - დაუმარცხებელი ჯოხი, ქვა, რომელიც აცოცხლებს მკვდრებს და უჩინრად გადაქცევის მოსასხამი. აღწერის მიხედვით, ზუსტად ასეთი მოსასხამი აქვს ჰარის. წიგნში მოთავსებული ნიშანი სიკვდილის საჩუქრებს აღნიშნავს: სამკუთხედი მოსასხამია, შუაში დახატული წრე - ქვა, ხოლო ვერტიკალური ხაზი - ჯოხი. როგორც ცნობილია, მაგლების უმრავლესობას სამი ძმის ამბავი მხოლოდ ზღაპრად მიაჩნია.

ლავგუდების სახლს აკითხავენ ვოლდემორის მსახურები და მეგობრები სასწრაფოდ აპარაციით ბრუნდებიან ტყეში. რადიომიმღებით ისინი წააწყდებიან არაოფიციალურ რადიოსადგურს, რომელიც ყველას მოუთხრობს სიმართლეს მიმდინარე მოვლენებზე. რადიოსადგურის ეთერში მათი საერთო ჰოგვორტსელი მეგობრებიც საუბრობენ. ჰარი შემთხვევით წარმოთქვამს ვოლდემორის სახელს, რითაც გათქმავს სამეულის ადგილსამყოფელს. ჩნდება მხვრელი ფენრირ გრეიბექი, რომელსაც ყველა მიჰყავს ლუციუს მალფოის სახლში. მისი შვილი, დრაკო მალფოი ცდილობს სამეულის ამოცნობას, მაგრამ ჰარის იერი შეცვლილია და ამიტომ მისი ამოცნობა რთულია. ბელატრის ლესტრეინჯი, რომელიც იქვე იმყოფება, ამჩნევს ხმალს და დარწმუნებულია, რომ მათ იგი მისი პირადი აკლდამიდან მოიპარეს, რომელიც გრინგოტსის ბანკშია. ამასობაში ჰარი და რონი სარდაფში ჩაკეტილები არიან ერთ ოთახში გობლინ გრიპჰუკთან (ბანკიდან), მისტერ ოლივანდერთან (ჯადოსნური ჯოხების ოსტატთან) და ლუნა ლავგუდთან. ჰარის თხოვნით დაკითხვაზე მიყვანილი გობლინი ამბობს ტყუილს და ამტკიცებს, რომ ხმალი არ არის ნამდვილი. მოულოდნელად ჩნდება შინაური ელფი დობი, რომელიც ქრება დინთან, ლუნასთან და ოლივანდერთან ერთად, სარდაფში შემორბის პიტერ პეტიგრიუ. ჰარის მას გაახსენებს, რომ პიტერი მასთან ვალშია გადარჩენილი სიცოცხლის გამო. ამ დროს პიტერის რკინის ხელი, იმის გამო, რომ მან სისუსტე გამოაჩინა, იწყებს პატრონის გაგუდვას. ჰარი, რონი და დობი გადაარჩენენ ჰერმიონს. მაგრამ სანამ ქრებიან, ბელატრის ასწრებს დობის სასიკვდილოს დაჭრას. ჰარი კი ასწრებს დრაკოს ჯადოსნური ჯოხის წართმევას.

ყველა ბილთან და ფლერთან გადაინაცვლებს. ჰარი უკიდურესად დაღვრემილია. იგი ასაფლავებს დობის და ოლივანდერისგან ცდილობს, უძლეველ ჯოხზე მეტი შეიტყოს. ის მოუთხრობს, რომ გრინ-დე-ვალდმა ჯოხი გრეგოროვიჩს მოჰპარა, ხოლო დამბლდორმა დაამარცხა გრინდევალდი - ანუ ჯოხმა გადაინაცვლა დამბლდორთან და ის დასაფლავებული იქნა მასთან ერთად. ჰარი ფიქრებით შეაღწევს ვოლდემორის გონებაში, მაგრამ გვიანია - ის ხედავს, თუ როგორ იღებს ბოროტი მბრძანებელი ამ ჯოხს ალბუსის საფლავიდან. ჰარი გადაწყვიტავს, აღარ სიკვდილის საჩუქრებიდან ყურადღება კვლავ ჰორკრუქსებზე გადაიტანოს, როგორც დამბლდორმა უბრძანა.

ჰარის ახსენდება, თუ როგორ შეეშინდა ბელატრისას, როდესაც შეიტყო, რომ ვიღაცამ მისი აკლდამა მოინახულა. ის დარწმუნებულია, რომ შესაძლოა, იქ კიდევ ერთი ჰორკრუქსი იმალებოდეს. გობლინთან ერთად მეგობრები შეიმუშავებენ ბანკის გაძარცვის გეგმას. სანაცვლოდ გობლინი გრიფინდორის ხმალს ითხოვს.

ისინი იცვლიან იერს და უჩინმაჩინის მოსასხამით და იმპერიუსის შელოცვით ბელატრისას აკლდამაში შედიან, საიდანაც ჰაფლპაფის ფიალას იპარავენ. გობლინი გარბის ხმლით, ხოლო ჰარი, რონი და ჰერმიონი, დაცვისგან გაქცევისას, მიფრინავენ დრაკონით, რომელიც დარაჯობს ბანკის განძეულს. ვოლდემორი შეიტყობს, რომ მის ჰორკრუქსებს საშიშროება ემუქრება და გადაწყვიტავს, თავად შეამოწმოს, ყველა თავის ადგილზეა თუ არა. მის გონებაში შეღწევით ჰარი დაადგენს, რომ ერთ-ერთი ამ ჰორკრუქსებიდან ჰოგვორტსში ინახება.

ბრძოლა [რედაქტირება]

ჰოგვორტსში მეგობრები შედიან აბერფორტ დამბლდორის დახმარებით. ოთახიდან, რომელშიც გრიფინდორელები უწინ ფენიქსის ორდენის კრებებს ატარებდნენ, აბერფორტის ბარში გაყვანილი იქნა დიდი გვირაბი. აბერფორტისგან ჰარი შეიტყობს ალბუსის ცხოვრების დეტალებს: თურმე ერთი წლით ადრე, ვიდრე ჰოგვორტსში შევიდოდა, მის ექვსი წლის და არიანას თავს დაესხნენ მაგლები. მათ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს გოგონა, რომ იგი შეიშალა და სწავლაზე უარი თქვა. დრო და დრო არიანა ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს და მასზე ზრუნავდნენ კენდრა და აბერფორტი, რომლებიც ამავე დროს ცდილობდნენ გოგონას პრობლემის საიდუმლოდ შენახვას. განრისხებული პერსივალი გაუსწორდა ბიჭებს და ამის გამო აზკაბანში ამოჰყო თავი. ალბუსი დას ცუდად უვლიდა, ვინაიდან საკუთარ სწავლაზეც ზრუნავდა. კენდრა მოკლული იქნა არიანას მიერ. სწავლის დამთავრების შემდეგ ალბუსი დაუმეგობრდა გრინ-დე ვალდს. ორივე გეგმავდა მაგლთა დამორჩილებას და ახალი წესრიგის შექმნას. ისინი ერთად აპირებდნენ სიკვდილის საჩუქრების ძიება. აბერფორტი მათ უხსნიდა, რომ არიანას თან წაყვანას ვერ შესძლებდნენ. კამათის დროს სამივეს შორის ჩხუბი წარმოიშვა, ხმაური არიანას მოესმა, იგი შემოვარდა, მაგრამ ერთ-ერთმა მოჩხუბარე ბიჭებიდან ის შემთხვევით მოკლა. გრინ-დე ვალდი ამის მერე სამუდამოდ გაუჩინარდა.

ჰარი ასევე შეიტყობს, რომ სკოლაში ებრძვიან სიკვდილის მხვრელთა რეჟიმს - რაც უშუალოდ დამბლდორის რაზმის დამსახურებაა. იგი ფიქრობს, რომ აუცილებელია როვენა რეივენკლოს ნივთის, ალბათ, დიადემის მოძიება. სტუდენტები ეხმარებიან მას რეივენკლოს ოთახში მოხვედრაში. ჰარის შეამჩნევს ალეკტო კეროუ, რომელსაც ლუნა ლავგუდი ადგილზე აშეშებს. ალეკტო ასწრებს ვოლდემორის გამოძახებას. ჩნდებიან ამიკუსი და მინერვა მაკგონაგელი. ისინი კამათობენ. ამიკუსი მინერვას სახეში აფურთხებს. ჰარი ღიზიანდება, აშეშებს ამიკუსს და მას ალეკტას მიაბამს. პოტერი უხსნის მინერვას, რომ დამბლდორის დავალებით უნდა მოიძიოს ნივთი, რომელსაც ვოლდემორი ეძებს. მაკგონაგელი ჰპირდები, რომ შავ მბრძანებელს ოდნავ შეაყოვნებს. იგი ებრძვის პროფესორ სნეიპს, რომელიც სკოლიდან გარბის. სიკვდილის მხვრელები ამასობაში ჰოგვორტსთან იკრიბებია. ისინი მოითხოვენ ჰარი პოტერის მათთვის ჩაბარებას და პირობას დებენ, რომ ამ შემთხვევაში არავინ დაშავდება. მასწავლებლები ორგანიზებას უწევენ მოსწავლეთა ევაკუაციას. სრულწვლოვნებს შეუძლიათ დარჩენა, თუკი საკუთარი სურვილით დაიცავენ ჰოგვორტსს. ჩნდებიან ფენიქსის ორდენის წევრებიც. იწყება დიდი ბრძოლა. მხვრელთა მხარეს წარმოადგენენ ობობები აკრძალული ტყიდან, რამდენიმე გოლიათი და დემენტორები. სკო

კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1036 | დაამატა: tornike | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
  • mtavari admini gio(potter)
სექციის კატეგორიები
თამაშები [9]
ფილმები [9]
პროგრამები [15]
სურათები [21]
მუსიკები [0]
კლიპები [2]
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 22
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები