ჰერმიონ გრეინჯერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჰერმიონ გრეინჯერი (ინგლ. Hermione Granger) არის ჰარი პოტერის ერთ-ერთი პერსონაჟი.
ჰერმიონ გრეინჯერი დაიბადა 1979 წლის 19 სექტემბერს ის მაგლური
წარმოშობის იყო მისი მშობლები მისტერ და მისის გრეინჯერები(მათი სახელები
უცნობია)ორივე მათგანი დანტისტია მეუღლე რონალდ უიზლია ხოლო შვილები როუზი
და ჰიუგო ჰოგვორტსი: 1991 წელს ჩაირიცხა გრიფინდორის ფაკულტეტზე.
1995-1997 წლებში ამავე ფაკულტეტის პრეფექტი. 1997-1998 სასწავლო წელი
გამოტოვა, მაგრამ მომდევნო წელს დაბრუნდა სკოლაში და სრულად გაიარა
მეშვიდე კურსი, შესაბამისად მიეცა საშუალება ჩაებარებინა N.E.W.T.s (თუ არ
ვცდები ქართულად კ.ა.ტ.ა) და ეჭვგარეშეა, რომ აქაც საუკეთესო შედეგები
ექნებოდა, როგორც მანამდე ბ.უ.ა.ს გამოცდებში - 10 შესანიშნავი და ერთი
მოსალოდნელზე მაღალი. ორგანიზაციები: დააარსა შინაური ელფების
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორგანიზაცია S.P.E.W.; დამბლდორის არმია
ბოგარტი: პროფესორი მაკგონაგელი უცხადებს რომ ყველა საგანში ჩაიჭრა
პატრონუსი: წავი კარიერა: ვოლდემორტის საბოლოო დამხობის შემდეგ მუშაობა
დაიწყო მაგიის სამინისტროს ჯადოსნურ არსებათა აღრიცხვისა და კონტროლის
დეპარტამენტში და მისი ძალისხმევით საგრძნობლად იქნა გაუმჯობესებული
შინაური ელფების და სხვა დაჩაგრული მაგიური არსებების ცხოვრება.
მოგვიანებით კი გადავიდა სამართლის დეპარტამენტში და საბოლოოდ მოუღო ბოლო
წმინდა სისხლის დასაცავად კანონპროექტების გატანას. მაგლების ოჯახში
დაბადებული, საოცრად ნიჭიერი და ჰარი პოტერის და რონ უიზლის ერთგული
თანამებრძოლი მამაცი გოგონა ნათელი მაგალითია იმისა, რომ წმინდა სისხლი
მაგიურ სამყაროში მითია და არაფერს ნიშნავს. ჰერმიონა ძალიან ბევრს
კითხულობს და როგორც ლოგიკური და გამჭრიახი გონების პატრონს ურჩევნია
ისწავლოს კონკრეტული და ცოდნის შეძენის მხრივ მართლაც სასარგებლო საგნები,
როგორიც ძველი რუნები და ნუმეროლოგიაა, ვიდრე ფუჭი და ბუნდოვანი მისნობა.
სწავლისადმი მისი მონდომება ალბათ მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურებს -
მესამე კურსზე ის იყენებს დროის მდევარს, რათა დაესწროს გაკვეთილებს,
რომელთა ჩატარების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ჰოგვორტსში სწავლის პირველ
პერიოდში ჰერმიონა ერთიანად ჩაფლული იყო თავის წიგნებში და არაფრის
დიდებით არ არღვევდა წესებს, თუმცა ჰარისა და რონთან დამეგობრებამ
ყველაფერი შეცვალა. თავისი ბრწყინვალე გონების წყალობით ჰერმიონამ უამრავი
შელოცვა იცოდა, რისი წყალობითაც რთულ სიტუაციებშ არაერთხელ გადაურჩენია
თავისი თავიც და მეგობრებიც. უკვე მეხუთე კურსზე მას შეეძლო
ფორმაცვალებადი ჯადოს გამოყენება, რომელიც მეშვიდე კურსზე ჩასაბარებელი
კ.ა.ტ.ა.ს დონეა, რომ აღარაფერი ვთქვათ წყალგამძლე და გადასატანი ცეცხლის
ოსტატობაზე; ყოველთვის ასწრებდა აუარებელი სასწავლო მასალის მომზადებას და
დროც კი რჩებოდა რომ ბიჭებს დახმარებოდა დავალების დაწერაში (ან სულაც მათ
ნაცვლად დაეწერა), მოექსოვა ქუდები და წინდები შინაური ელფებისთვის. რაღა
თქმა უნდა ჰერმიონა შხამებშიც ძლიერი იყო და პროფესორ სნეიპის რისხვისგან
არაერთხელ გადაურჩენია თანაკურსელი და მეგობარი ნევილ ლონგბოტომი. გარდა
იმისა რომ ჭკვიანია, ჰერმიონა არც გარეგნობას უჩივის. მეოთხე კურსზე მან
თვით მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ, ქვიდიჩის ბრწყინვალე მოთამაშეს -
ვიქტორ კრამს დაახვია თავბრუ (ამის პარალელურად კი იმ დროისთვის ჯერ კიდევ
მისი მეგობარი რონ უიზლი ისე იტანჯებოდა, თვითონაც არ იცოდა ). ჩაგრულთა
დაცვის ინსტინქტი ჰერმიონას საკმაოდ ადრე განუვითარდა: მესამე კურსზე მან
იყიდა კატა კრუკშანკსი, რომლის ყიდვაც არასდროს მონდომებია ვინმეს;
დატვირთული სამეცადინო გრაფიკის მიუხედავად ბიბლიოთეკიდან არ გამოდიოდა
(ნუ, ისედაც არ გამოდიოდა) და ჰაგრიდს ჰიპოგრიფ ბაკბიკის სასამართლო
პროცესისთვის დასაცავ სიტყვას უწერდა; მეოთხე კურსე ჩამოაყალიბა შინაური
ელფების გათავისუფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია S.P.E.W. (ცოცხალი თავით
არ ვწერ ამ ორგანიზაციის დასახელების ქართულ ვარიანტს, ორიგინალი ან
რუსული თარგმანი მირჩევნია, რადგან მართლა სახალისო სახელია ).
ჰორკრუქსების მოპოვება და განადგურება მეტწილად სწორედ ჰერმიონას
დაგეგმილი მუშაობის დამსახურებაა. მან მიიღო წინასწარ ზომები: გამოძახების
შელოცვით მოიპოვა წიგნები ჰორკრუქსების შესახებ, რომელიც დამბლდორს არცთუ
ისესაიმედოდ ჰქონდა შენახული (ამ წიგნებშივე იყო მოცემული ინფორმაცია თუ
როგორ უნდა განადგურდეს ჰორკრუქსი); მოიმარაგა და პატარა ხელჩანთაში
ჩაატია ყველაფერი, რაც მოგვიანებით ხეტიალის დროს გამოადგებოდა ტრიოს, მათ
შორის კარავი, წამლები, ყურების დამაგრძელებლები, მრავალწვნიანი სასმელი,
ტანსაცმელი და პოტერის სახელგანთქმული უჩინმაჩინის მოსასხამი. რა თქმა
უნდა ამ წინდახედულმა ადამიანმა თავისი მშობლების უსაფრთხოებაზეც იზრუნა:
შეუცვალა მათ მეხსიერება, ისე რომ დაავიწყა საკუთარი სახელი და ის ფაქტი
რომ შვილი ჰყავდათ, და საცხოვრებლად ავსტრალიაში გაგზავნა. რონთან
ურთიერთობა საბოლოოდ ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის წინ მოგვარდა. მანამდე
იყო ორმხრივი ეჭვიანობა: რონი კრამზე ეჭვიანობდა, ჰერმიონა მის ბრაუნზე,
რის შედეგადაც რონს კარგა ხანს დარჩა კვალი ხელებზე ჰერმიონას პატარა ავი
ჩიტებისგან მიყენებული ჭრილობებისგან. ჰორკრუქსების საძებნელად ხეტიალის
დროს კი საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა: რონი სერიოზულად წაეჩხუბა
მეგობრებს და წავიდა. ჰერმიონა მის წასვლას ძალიან განიცდიდა; ის და ჰარი
თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. თუმცა როცა რონი დაბრუნდა,
ჰერმიონას საშინელი რეაქცია ჰქონდა: რონს მუშტებით მივარდა და მისი ჯოხი
რომ ჰარის არ ჰქონოდა, რამდენიმე შელოცვითაც გაუმასპინძლდებოდა. და
რამდენიმე კვირა ხეირიანად არც დალაპარაკებია, რაც არ არის გასაკვირი:
ძნელია აპატიო საყვარელ ადამიანს, რომელმაც მიგატოვა, როცა ასე
გჭირდებოდა, ფაქტობრივად ღალატის ტოლფასია. თუმცა ჰოგვორტსის ფინალური
ბრძოლის წინ, როდესაც ჰერმიონამ საკუთარი ხელით გაანადგურა
ჰორკრუქსი-ჰაფლეპაფის თასი (აქაოდა ყველას თითო ჰორკრუქსი შეგხვდათ და მე
თქვენზე ნაკლები ვარო?! აღშფოთდა))) ) და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ, რონმა
გაიხსენა რომ არ შეიძლებოდა დაუცველი შინაური ელფების ჰოგვორტსში
დატოვება, რამაც ჰერმიონას აღფრთოვანება გამოიწვია და ამ მრავალტანჯული
წყვილის პირველი კოცნაც შედგა, თუმცა ინიციატივა რა თქმა უნდა მის
გრეინჯერს ეკუთვნოდა ვოლდემორტის სიკვდილის შემდეგ ჰერმიონამ მოძებნა
თავისი მშობლები და მეხსიერება აღუდგინა. ჰარის, რონის და ნევილისგან
განსხვავებიტ ჰერმიონა კინგსლი შეკლბოლტის სამინისტროს ეგრევე არ
შეერთებია - ის ჰოგვორტსში დაბრუნდა და სათანადოდ დაასრულა სასკოლო
განათლების მიღება.
|