მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » HARRY POTER
|
შელოცვები ჰარი პოტერის წიგნებიდან
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
წიგნებში ჰარი პოტერის შესახებ
სხვადასხვა მიზნის მისაღწევად გმირების მიერ გამოიყენება ესა თუ ის
შელოცვა. როგორც წესი, ყველა ასეთი შელოცვა აგებულია ან ტიპიური ლათინური,
ან თანამედროვე ინგლისური ენის სიტყვებზე. ქვემოთ წარმოდგენილია
შელოცვების სია.
Accio (მიზიდვის შელოცვა) [რედაქტირება]
- წარმოთქმა:
- ['ækio] (აკ-ი-ო) - ფილმი, თამაში
- ['æksio] (აკ-სი-ო) - აუდიო წიგნი
- ['æsio] (აჰ-სი-ო) - ამერიკული აუდიო წიგნი
- ['ækcio] (აკ-ცი-ო) - ქართული წიგნი
- აღწერა: ამ შელოცვის დახმარებით გმირს შეუძლია ნებისმიერი ნივთის მიზიდვა (შეზღუდულია მოქმედების დიამეტრი).
- გამოიყენება: პირველად ეს შელოცვა ჟღერს წიგნში ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი - მას იყენებს მოლი უისლი,
რათა წაართვას თავის ტყუპ შვილებს უცნაური ნივთები, რომლებსაც ისინი
იგონებებენ. ცნობილია, რომ ჰერმიონ გრეინჯერი ამ შელოცვას ეუფლებოდა
ჰოგვორტსის ექსპრესში მგზავრობისას. იმავე წიგნში ჰარი იყენებს შელოცვას
სამი ჯადოქრის ტურნირისას. შელოცვა გამოიყენება ამ წიგნის სხვა
ეპიზოდებშიც. წიგნში ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი ბელატრისა ლესტრეინჯი ცდილობს ამ შელოცვით ჰარის წაართვას წინასწარმეტყველება. შელოცვა მომდევნო წიგნებშიც გამოიყენება.
- შესაძლო ეთიმოლოგია: ლათინური სიტყვა accio ნიშნავს "მე გიხმობ" ან "მე გიწვევ". უნგრულ თარგმანებში შელოცვას ეწოდება "Invito", ალბათ, ინგლისური ზმნის invite გავლენით.
Aguamenti (წყლის ნაკადის შელოცვა) [რედაქტირება]
- წარმოთქმა:' ა-გუა-მენ-ტი
- 'აღწერა - ჯადოსნური ჯოხი უშვებს წყალს
- გამოიყენება: პირველად გამოიყენება წიგნში ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი, როდესაც ფლერ დელაკური უშვებს წყალს. ჰარი შელოცვას მეექვსე წიგნში იყენებს, ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი.
- შესაძლო ეთიმოლოგია: ლათინური სიტყვა aqua (წყალი) და augmentum - გაზრდა.
|
კატეგორია: პროგრამები |
ნანახია: 916 |
დაამატა: tornike
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
ჩვენი გამოკითხვა | |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|